|
2015-07-21 13:41:29, 515 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი: იმედი გვაქვს წლის ბოლოს ვიზა ლიბერალიზაციაზე ევროკავშირის გადაწყვეტილება პოზიტიური იქნება
იმედი და მოლოდინი გვაქვს, რომ წლის ბოლოს ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკავშირის პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება პოზიტიური, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ღარიბაშვილის თქმით, მან ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ევროკავშირთან ასოცირების გეგმის განხორციელების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სავიზო დიალოგის წარმატებით დასრულება. ბატონ ტუსკს მოვახსენე, რომ სრულიად მთელი მთავრობა არის მოტივირებული, რომ პირნათლად შევასრულოთ ყველა ის ვალდებულება, რომელიც გვაქვს ნაკისრი ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში. ბატონ ტუსკს მივაწოდე ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ევროკავშირთან ასოცირების გეგმის განხორციელება მიმდინარეობს წარმატებით, ჩვენ არავითარი ჩამორჩენა არ გვაქვს. ასევე DCFTA-ის ნაწილშიც ჩვენ მივყვებით მოცემულ გეგმას და სავიზო რეჟიმის გამარტივების ფარგლებში ასევე მივდივართ წინ და ჩვენ პრაქტიკულად ყველა ნაკისრი ვალდებულება შევასრულეთ. ჩვენ გვაქვს იმედი და მოლოდინი, რომ წლის ბოლოს ევროკავშირის პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება პოზიტიური. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის და სწორედ ამ საკითხებზეც ვისაუბრეთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)