|
2019-11-14 21:11:11, 1759 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე: საპარლამენტო უმრავლესობას დაშლის საფრთხე არ ემუქრება
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობას დაშლის საფრთხე არ ემუქრება. მან თანაგუნდელების ნაწილის მიერ უმრავლესობის დატოვების გამო მწუხარება გამოთქვა და აღნიშნა, რომ ისინი გუნდისთვის ღირებული პოლიტიკოსები იყვნენ. „დატოვეს თანამდებობები და საპარლამენტო უმრავლესობა ჩვენთვის ძალიან ძვირფასმა ადამიანებმა, პიროვნული ურთიერთობა მათთან გვაქვს ძალიან ახლო და მეგობრული. ამასთან ერთად, ისინი გუნდისთვის იყვნენ ძალიან ღირებული და მნიშვნელოვან პოზიციებს იკავებდნენ. სამწუხაროა ასეთი ამბავია, თუმცა ასევე უნდა ვთქვა, რომ ეს იყო ემოციურ ფონზე მიღებული გადაწყვეტილება, რადგან ვისაც არ მოგვწონს გადაწყვეტილება, რომელიც დღეს პარლამენტმა მიიღო, ყველამ რომ დავტოვოთ თანამდებობები და საპარლამენტო უმრავლესობა, ეს გამოიწვევს უმრავლესობის ჩამოშლას და ქვეყანაში კარგი პროცესები არ მოჰყვება. თუმცა კიდევ გეუბნებით, საპარლამენტო უმრავლესობას დაშლის არანაირ საფრთხე არ ემუქრება. აქ არ არის საუბარი მხოლოდ რაოდენობაზე. როდესაც გუნდს ტოვებენ ემოციურ ფონზე ნაჩქარევად ჩვენი თანგუნდელები, ეს არის ძალიან სამწუხარო“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. შეგახსენებთ, პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობა 8 დეპუტატმა დატოვა. ესენი არიან: თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, მარიამ ჯაში, ირინა ფრუიძე, გიორგი მოსიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ზაზა ხუციშვილი და სოფიო ქაცარავა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)