|
2019-11-14 20:38:37, 1757 ნახვა
კომენტარი
ბოკერია - მიზნის მისაღწევად ყველა ინსტრუმენტს გამოვიყენებთ, მათ შორის ქუჩის რადიკალურ ინსტრუმენტებს
„მიზნის მისაღწევად ყველა ინსტრუმენტს გამოვიყენებთ, მათ შორის ქუჩის რადიკალურ ინსტრუმენტებს“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ქვეყანას ვადამდელი პროპორციული არჩევნები სჭირდება, რომელსაც გარდამავალი მთავრობა ჩაატარებს. „ყველა პოლიტიკური ძალა ერთიანდება რომ ივანიშვილმა და მისმა გუნდმა ქვეყანა დააყენა უფრსკულის წინაშე. საჭიროა ერთიანი მოქმედება, რომ დავასრულოთ ის რეჟიმი, რომელიც არის ჩვენი ქვეყნისთვის მტრული რეჟიმი. ყველანი ვუერთდებით იმ საპროტესტო აქციას, რომელიც მიმდინარეობს რუსთაველის გამზირზე, მოთხოვნა არის ვადამდელი და პროპორციული არჩევნები. ჩვენ ყველა ინსტრუმენტს გამოვიყენებთ, მათ შორის ქუჩის რადიკალურ ინსტრუმენტებს, მიზნის მისაღწევად. ის რაც ქვეყანას სჭირდება, არის ვადამდელი პროპორციული არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს გარდამავალი მთავრობა. ეს არ არის პარტიების პრობლემა, რაც ივანიშვილმა გააკეთა ეს არის მთელი საზოგადოების პრობლემა და რეაქციასაც უნდა ელოდეს მათგან, რაც მიიღო კიდეც“, - აცხადებს გიგა ბოკერია. ცნობისთვის, პარლამენტის შენობასთან ასობით ადამიანი საპროტესტო აქციას მართავს. მოქალაქეების პროტესტი პარლამენტის მიერ პროპორციული არჩევნების შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას მოჰყვა. მომიტინგეების სიმრავლის გამო რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. ტერიტორიაზე სამართალდამცველების დიდი რაოდენობაა მობილიზებული.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)