|
2019-11-14 16:00:02, 1526 ნახვა
კომენტარი
უგულავა - ივანიშვილი გაიზიარებს მორალესის ან კადაფის ბედს, ერთი უნდა აირჩიოს
„ივანიშვილმა გადააგდო ხალხი, ახლა ხალხმა უნდა გადააგდოს ივანიშვილი“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფება. როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში არჩევნები ან პროპორციული სისტემით ჩატარდება, ან საერთოდ არ გაიმართება. „არჩევნები გაუქმებულია, აღარ არსებობს. ამ ქვეყანაში ან ჩატარდება პროპორციული არჩევნები, ან საერთოდ არ ჩატარდება. როგორ? ამას ნახავს. ნახავს ფეხქვეშ რომ გეწვება. „ოცნების“ ყველა დეპუტატი იქნება ფურთხის ღირსი, ყველგან სადაც წავლენ, დასასვენებლად წავლენ? იქ მიწვდებიან და იქ შეაფურთხებენ სახეში. ფურთხის ღირსია დღევანდელი „ქართული ოცნება“. არჩევნები გაუქმებულია, მორჩა. თვითონ თქვეს, პროპორციული არ უნდა მივიღოთ ოპოზიცია მოიგებსო. ყველა პარტია ვიკრიბებით, სამოქმედო გეგმას დასახავთ, მაგრამ ძირითადი არის ის, რომ ან ამ ქვეყანაში ჩატარდება პროპორციული არჩევნები, ან ივანიშვილი გაიზიარებს მორალესის ან კადაფის ბედს, აქედან ერთი უნდა აირჩიოს. ქვეყანაში მოკვდა სამართალი, დაიმარხა“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)