19:38 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-20 18:51:09, 436 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: ტუსკის ვიზიტი ახალ ეფექტურ, იმპულსს მისცემს საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის პროცესს

„იმედს გამოვთქვამ, რომ ევროკავშირის პრეზიდენტის ვიზიტი კიდევ უფრო  დააჩქარებს და ახალ ეფექტურ, იმპულსს მისცემს საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის პროცესს“,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ევროსაბჭოს პრეზიდენტთან დონალ ტუსკთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 
როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, ორ მხარეს შორის საუბარი შეეხო  არამხოლოდ სირთულეებს, არამედ საქართველო-ევროპას შორის არსებულ მომავალ პერსპექტივებს. 
„ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა გვესაუბრა არამხოლოდ  სირთულეებზე, არამედ იმ მომავალ პერსპექტივაზე, რაც არსებობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის. პირველ რიგში არის ის გეოპოლიტიკური მისია, რომელსაც საქართველო როგორც ევროპისა და აზიას შორის სატრანზიტო  ქვეყანა ძალიან სერიოზულად  ემსახურება. საქართველო აგრძელებს და ავითარებს ამ გზას. ამ თავლსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია  ჩვენი თანამშრომლობა რეგიონში.  ის რა  შესაძლებლობებსაც ჩვენი ქვეყანა  უხსნის პარტიონრებს როგორც ევროპის ასევე აზიის მიმართულებით.  ეს არის ენერგოპროექტების შესაძლებლობა და  სატრანსპორტო პროექტები.  ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ  ევროკავშირის დღის წესრიგის  ეფექტურ იმპლემენტაციას. იმპლემენტაცია გრძელდება  როგორც  ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი  პოლიტიკური მამოტივირებელი და  მთავარი პოლიტიკური ვექტორი. ამ თვალსაზრისით ბუნებრივია ჩვენ შევეხეთ  იმ დღის წესრიგის დანერგვას, რომელიც  ეფექტურ რეფორმებამდე მიგვიყვანს  და საბოლოო ჯამში ვიზა ლიბერალიზაციის  პროცესი ეფექტურად დასრულდება“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 
ამასთან, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა  დონალ ტუსკს  რთული დღის წესრიგის პირობებში   საქართველოში ჩამოსვლისთვის მადლობა გადაუხადა. 
„გულითადი მადლობა მინდა გამოვხატო ევროკავშირის პრეზიდენტის ბატონ ტუსკის მიმართ. მან მოახერხა და რთული  დღის წესრიგის პირობებში  საქართველოში ჩამოვიდა.   უმნიშვნელოვანესი,  დაძაბული დღის  წერიგის ფონზე, რომელიც არის  ევროკავშირში, ევროპის  ლიდერს მიეცა შესაძლებლობა ჩამოსულიყო  ჩვენს ქვეყანაში და იმ რთულ განვითარებაზე, რომელიც ეხება  საქართველოს ტერიტორიაზე საოკუპაციო  ხაზის დემარკაციას და მის  მოძრაობას, ამ მომენტში ჩამოსულიყო და დაეფიქსირებინა თავისი პოზიცია. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს ევროპელ კოლეგებს აქტიური ჩართულობისთვის,  თანამშრომლობისთვის, იმ მუდმივი ყურადღებისთვის  და ინტერესისთვის, რომელიც ჩვენი ქვეყნის მიმართ არის“,-აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics