|
2015-07-20 18:12:33, 414 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი დონალდ ტუსკს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა ევროკავშირისა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგის პრიორიტეტები იყო. საუბარი შეეხო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. პრეზიდენტებმა შეთანხმებების იმპლემენტაციის მიმდინარეობა განიხილეს და ამ მიმართულებით საერთო ძალისხმევის გაძლიერებას გაუსვეს ხაზი. მხარეებმა რიგის სამიტის შედეგებზეც იმსჯელეს. აღინიშნა, რომ ევროკავშირში მიმოსვლის უვიზო რეჟიმი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უმნიშვნელოვანესია. გიორგი მარგველაშვილმა და დონალდ ტუსკმა საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზეც იმსჯელეს. შეხვედრისას ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ საგანგაშო ვითარებას, კერძოდ წითელუბანსა და ორჭოსანში ე.წ. “საზღვრის” გადმოწევის საკითხის, დაეთმო. როგორც გიორგი მარგველაშვილმა დონალდ ტუსკთან საუბრისას განაცხადა, ეს არ არის ცალკეული ინცინდენტი, ეს ევროპული სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციაა, რაც საერთო ევროპული უსაფრთხოებისათვის უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს რუსეთის ფედერაციასა და სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებს შორის გაფორმებული „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ ე.წ. ხელშეკრულებების სრული მიუღებლობა. ქვეყნის პირველმა პირმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოში სტუმრობისათვის და კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი შეუქცევადია და ის ქართველი ხალხის ეროვნულ და ისტორიულ არჩევანს წარმოადგენს.
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)