|
2015-07-20 17:49:57, 432 ნახვა
პოლიტიკა
თამარ ბერუჩაშვილი: დონალდ ტუსკის ვიზიტი, ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭერის დემონსტრირებაა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკის საქართველოში ვიზიტი ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭერის მკაფიო დემონტრირებაა. ამის შესახებ ბერუჩაშვილმა ჟურნალისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადა. მისივე თქმით, შეხვედრებზე ყველა იმ პრობლემატურ საკითხზე ისაუბრებენ, რომელიც საქართველოს დღის წესრიგში დგას. „დონალდ ტუსკი პირველად ჩამოვიდა საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის რანგში. ეს ვიზიტი არის მკაფიო დემონსტრირება ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭრის, სოლიდარობის, მზაობის, კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს საქართველოში მიმდინარე პროცესებში. ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია იმ ფონის გათვალისწინებით, რაც ზოგადად საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში ჩამოყალიბდა. ასოცირების ხელშეკრულება ამოქმედდა წარმატებით და ჩვენ ერთობლივად ვდგამთ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის ყველა შესაძლებლობების გამოყენებით.ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს საქართველომ დაიმკვიდროს რეფორმირების კუთხით სახელი, როგორც ლიდერი ქვეყნისა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შოირს. საქართველო არის სერიოზული კონტრიბუტორი ევროკავშირისთვის ენერგეტიკული უსაფრთხოების კუთხით და აგრძელებს ძალიან აქტიურ მუშაობას ყველა იმ პროექტებში, რომელიც ამ მიმართულებას კიდევ უფრო გააღრმავებს. დღევანდელი ვიზიტი, დიალოგი, მიეძღვნება ყველა იმ პრობლემატურ საკითხს, რომელიც საქართველოს დღის წესრიგშია და მიეძღვნება ყველა იმ პრიორიტეტულ თემას, რომელიც არის საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დრის წესრგიში“,-განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა. ევროპის საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს 21 ივლისს დატოვებს.
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)