16:32 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-20 16:23:29, 415 ნახვა

პოლიტიკა
მთავრობამ სუს-ის უფროსის პოსტზე ვახტანგ გომელაურის კანდიდატურა პარლამენტს წარუდგინა

მთავრობამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე  ვახტანგ გომელაურის კანდიდატურა პარლამენტს წარუდგინა.

ბიუროს დღევანდელი გადაწყვეტილებით, გომელაურის აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის საკითხს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.

  “სახელმწიფო უსაფრთხოების შესახებ“ კანონის თანახმად, უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თანამდებობაზე 6 წლით დაინიშნება და ის ანგარიშვალდებული იქნება, როგორც მთავრობის, ასევე პარლამენტის წინაშე.

ცნობისთვის, დღეს, პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ვახტანგ გომელაურის კანდიდატურა წარადგინა.

შეგახსენებთ, „სახელმწიფო უსაფრთხოების შესახებ“ კანონით,  შინაგან საქმეთა სამინისტრო გაიყო და საპოლიციო და სახელმწიფო უსაფრთხოების ფუნქციების ერთმანეთისგან გამიჯვნა მოხდა.

შსს-ში დარჩა ყველა პოლიციური დანაყოფი, ხოლო უშიშროება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადავიდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის მიმართულებებად განისაზღვრა: საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, სახელმწიფო ხელისუფლების არაკონსტიტუციური, ძალადობრივი გზით შეცვლის გამოვლენა და მათი დაცვის უზრუნველყოფა. ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ტერორიზმთან ბრძოლა, კორუფციის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის ღონისძიებების განხორციელება; სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა, ქვეყნის საგარეო საფრთხეებისგან დაცვა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში იქნება შემდეგი დანაყოფები: კონტრდაზვევრვის დეპარტამენტი, კონტრტერორისტული ცენტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ანტიკორუფციული სააგენტო, სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტი ე.წ. შავნადაბას დანაყოფი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები შიო მესამეს - დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო მისია, უხელმძღვანელოთ დედა ეკლესიას, იყოთ ერის და ბერის სულიერი მამა
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics