01:01 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-07 13:24:33, 2431 ნახვა

კომენტარი
თეა წულუკიანი - ჩვენი მიზანია, არასოდეს განმეორდეს ისეთი დღეები, როგორიც ის 7 ნოემბერი იყო

"7 ნოემბერია დღეს და ეს დღე ყველას გვახსენდება ცუდად, ტკივილით. ჩვენი მიზანია, ასეთი დღეები არასოდეს განმეორდეს ჩვენს ქვეყანაში", - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დამთავრების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს იყო გარდამტეხი დღე საქართველოს ისტორიაში, რომელიც წლების შემდეგაც შეუძლებელია, ტკივილით არ გაიხსენო: 

“7 ნოემბერია დღეს და ეს დღე ყველას გვახსენდება ცუდად, ტკივილით. ჩვენი მიზანია, ასეთი დღეები არასოდეს განმეორდეს ჩვენს ქვეყანაში. რაკი თქვენს წინაშე ვსაუბრობ, თქვენით დავიწყებ, იძალადა მედიაზე და იძალადა ჟურნალისტებზე, იძალადა საკუთარ მოქალაქეებზე და რეალურად, დღეს ჩვენ გვყვანან პირები, ვინც ან ბრალდებულია, ან მსჯავრდებულია მოცემულ საქმეზე. შესაბამისად, ძალიან რთულია, რომ დღეს, ამდენი წლის შემდეგ, 7 ნოემბერს არ გაიხსენო ის მნიშვნელოვანი, გარდამტეხი დღე ჩვენს ისტორიაში, რომელიც იყო ის 7 ნოემბერი. ვფიქრობთ, რომ სწორედ ამ დღის შემდეგ უფრო სწრაფი ტემპით დაიწყო ადამიანის უფლებების გზაზე დაღმასვლა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სენაკში შვილმა მამა დაჭრა
ბათუმში სატვირთო ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
ტრამპი: გავაუქმე დღეს საღამოს ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი ავიადარტყმები და დაბომბვები
გიორგი ტაბატაძე: გვქონდა შეხვედრა EU-ში, მოვისმინეთ მათი პოზიციები, მათ ჩვენი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics