|
2019-11-05 11:16:52, 5812 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრმა ბაგრამის ბაზაზე მყოფი ქართული ბატალიონი მოინახულა
ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში ვიზიტის დასრულების შემდეგ, თავდაცვის უწყების დელეგაცია ბაგრამის საავიაციო ბაზაზე იმყოფებოდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრს აეროპორტში ბაზის მეთაური, ბრიგადის გენერალი ბრიან ვოლფორდი დახვდა და შეხვედრაზე ქართველი სამხედროების როლზე გაამახვილა ყურადღება. მოგვიანებით, ირაკლი ღარიბაშვილმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებულ 43-ე ბატალიონის პირად შემადგენლობასთან გამართა შეხვედრა, საერთაშორისო არენაზე საქართველოს სახელის აღიარებისთვის მადლობა გადაუხადა და ღირსეული პირობების შესაქმნელად დაგეგმილი სოციალური და ინფრასტრუქტურული გეგმები გააცნო. „სწორედ, თქვენი დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა არის დაფასებული საერთაშორისო არენაზე. თქვენი დამსახურებაა, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს ასეთი აღიარება მთელ მსოფლიოში - ეს არის თქვენი გმირობისა და თავგანწირვის, თქვენი თავდადების შედეგი! ამისთვის მე, როგორც მინისტრი და რიგითი ქართველი, ასევე მოქალაქე, გიხდით მადლობას. მადლობა თქვენ სამსახურისთვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და თავდადებისთვის... 2020 წელი მე გამოვაცხადე სამხედროებზე, თქვენზე ზრუნვის წელიწადად. ძალიან კარგად მესმის, რომ მე, როგორც თავდაცვის მინისტრმა, უნდა გავაკეთო ყველაფერი იმისთვის, რომ ვიზრუნო თქვენზე. ეს არ გეგონოთ უბრალო სიტყვები, მე ამას ძალიან მალე ჩემი ქმედებითა და საქმით გაჩვენებთ“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა მშვიდობისმყოფელებისთვის სიტყვით მიმართვისას. ბაგრამის საავიაციო ბაზაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ავღანეთის საერთაშორისო მისიაში დაღუპული ქართველი გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო; შემდეგ კი, ქართველი სამხედრო მოსამსახურეები და ამერიკელი საზღვაო ქვეითები თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლებით - „სამშობლოსათვის თავდადებული“ და „გენერალი კვინიტაძე“ დააჯილდოვა. თავდაცვის მინისტრის ვიზიტი, ქართველ მშვიდობისმყოფელებთან ერთად, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მონახულებით დასრულდა. (NS)
მოსამართლე მაღალჩინოსნების შეურაცხყოფის ასკ-ის მუხლს საკონსტიტუციოში ასაჩივრებს
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
ადვოკატი: შესაძლოა, საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ყაველაშვილს შეწყალება სთხოვოს
მოსკოვმა, სოხუმმა და ცხინვალმა თბილისიდან „ძალის გამოუყენებლობის გარანტიები“ მოითხოვეს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)