|
2019-11-04 16:14:21, 2527 ნახვა
კომენტარი
გაერო-ს წარმომადგენელი - საგზაო უსაფრთხოება მსოფლიოსთვის დიდი გამოწვევაა, საქართველოში ამ მიმართულებით ნამდვილად შეინიშნება პროგრესი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით სოციალური კამპანიის „მეტი სიცოცხლისთვის" ახალი ეტაპი საზოგადოებას წარუდგინა. ღონისძიებას საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დაესწრნენ. საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლის ლუიზა ვინტონის განცხადებით, ზოგადად, საგზაო უსაფრთხოება, მსოფლიო მასშტაბით, დიდი გამოწვევაა. დღესდღეობით, ყოველწლიურად 1,3 მილიონი ადამიანი იღუპება გზებზე. საქართველოში ნამდვილად ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირების ტენდენციაა და შეინიშნება პროგრესი ამ მიმართულებით. "გაეროს განვითარების პროგრამისთვის განსაკუთრებული პატივია დღევანდელ ღონისძიებას შემოუერთდეს და გააერთიანოს ძალები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან იმ მნიშვნელოვან პრობლემასთან საბრძოლველად, როგორიცაა საგზაო უსაფრთხოება. ზოგადად, საგზაო უსაფრთხოება, მსოფლიო მასშტაბით, დიდი გამოწვევაა. დღესდღეობით, ყოველწლიურად 1,3 მილიონი ადამიანი იღუპება გზებზე. შესაბამისად, საგზაო უსაფრთხოება, როგორც პრიორიტეტი, აისახება მდგრადი განვითარების მიზნებშიც. მდგრადი განვითარების მიზანი, რომელიც 2020 წლამდე უნდა შესრულებულიყო, სამწუხაროდ, მსოფლიო მასშტაბით ჯერჯერობით ვერ სრულდება. მიზანი იყო ის, რომ განახევრებულიყო სიკვდილიანობა გზებზე. საქართველოში ნამდვილად შეინიშნება პროგრესი. საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირების ტენდენციაა, რაც ნამდვილად მისასალმებელია და ჩვენ მზად ვართ განვაგრძოთ მუშაობა როგორც სამინისტროსთან, ისე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან იმისთვის, რომ ერთ დღეს ეს რიცხვი ჩამოვიდეს ნულამდე“, - განაცხადა ლუიზა ვინტონმა.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)