|
2019-11-04 15:53:24, 2442 ნახვა
კომენტარი
ივანიშვილი ბერას კრიტიკოსებზე: ყურადღების გამახვილება მათ დონეზე დასვლა იქნება
„ვფიქრობ, კომენტარის ღირსიც კი არ არის ის, რაც ბერას აბსოლუტურად გულწრფელ ნაბიჯს მოჰყვა“, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ამაზონის ჯუნგლების დახმარების გამო, საზოგადოების ნაწილის მხრიდან ბერა ივანიშვილის კრიტიკას. როგორც მან აღნიშნა, ეს ყველაფერი სიკეთისა და ბოროტების მიღმაა. "მათ დონეზე დასვლა იქნება, განსაკუთრებული ყურადღება რომ მივაპყროთ მათ არაჯანსაღ რეაქციას. თითქოს ყურადღება დავაკელი ამ პრობლემას. სინამდვილეში, ხანძრის შედეგად დაზიანებული ტყის აღდგენის, ანუ ახალი განაშენიანების პროცესში არათუ ჩართვის, არამედ მთლიანად საკუთარ თავზე აღების მზადყოფნა პირველი დღეებიდანვე გამოვხატე. თუმცა ამის აფიშირება არ მომიხდენია, რადგან არ არის ეს ჩემი სტილი და ხელწერა“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. შეგახსენებთ, ბერა ივანიშვილმა ამაზონის ტყეების გადასარჩენად შექმნილ ფონდში 1.1 მილიონი აშშ დოლარი გადარიცხა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)