|
2015-07-19 15:05:14, 437 ნახვა
პოლიტიკა
არასამთავრობოები: კანცელარიასთან აქციამდე განვითარებული მოვლენები, შეკრებისა და გამოხატვის უფლებაში ჩარევას წარმოადგენდა
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი 18 ივნისს მთავრობის კანცელარიასთან დაგეგმილი აქციის „Srop Russia” ჩატარებამდე განვითარებულ მოვლენებს შეკრებისა და გამოხატვის უფლებაში გაუმართლებელ ჩარევად აფასებენ. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება დემოკრატიულ საზოგადოებაში ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც დაცულია საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებებით. არასამთავრობოების შეფასებით, ამ ვალდებულებების საპირისპიროდ, პოლიციელთა ქმედებები მიმართული იყო მშვიდობიანი შეკრების უფლების შეზღუდვის, ამ უფლებით სარგებლობაში ხელის შეშლისაკენ და არ ემსახურებოდა ლეგიტიმურ მიზნებს. "დილიდან აქციის ორგანიზატორებს კანცელარიის შენობის მიმდებარედ სცენის დამონტაჟების შესაძლებლობას პოლიციის თანამშრომლები არ აძლევდნენ. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მათ არ განუმარტავდნენ აღნიშნული შეზღუდვის სამართლებრივ საფუძველს. მართალია, მოგვიანებით აქციის ორგანიზატორებმა შეძლეს აქციის გამართვა, თუმცა ვაფასებთ რა აქციის წინმსწრებ მოვლენებს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებაში გაუმართლებელ ჩარევად",-ნათქვამია განცხადებაში. არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, უზრუნველყოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დაცვა და პატივისცემა; ასევე, მიმართავენ მთავარ პროკურატურას, დაუყოვნებლივ შეისწავლოს ინციდენტში მონაწილე პოლიციელთა ქმედებები შესაძლო დანაშაულის, ადმინისტრაციული გადაცდომისა თუ დისციპლინური დარღვევების იდენტიფიცირების მიზნით; მათი გამოვლენის შემთხვევაში, მოახდინოს შესაბამისი რეაგირება; "თუ გამოვლინდება, რომ პოლიციელები მოქმედებდნენ ზემდგომი პირების დავალებით, შესწავლილ იქნეს ამ დავალების შესაბამისობა კანონთან და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, ზემდგომი პირების მიმართ გამოყენებულ იქნეს კანონით გათვალისწინებული ზომები;გაატაროს პრევენციული ზომები მომავალში პოლიციელთა მხრიდან შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების ხელშეშლის აღსაკვეთად",-ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები აწერენ: "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის", "საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო", "ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო", "იდენტობა", "კონსტიტუციის 42-ე მუხლი", "ადამიანის უფლებათა ცენტრი", "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება"
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)