|
2019-11-01 15:50:37, 2273 ნახვა
კომენტარი
მამა ანდრია ჯაღმაიძე - მათ ვინც ამბობს, რომ ეკლესიამ გადაწყვეტილება შიშის გამო მიიღო, ალბათ ურჩევნიათ, მამალაძე ციხეში დარჩეს
„მათ, ვინც ამბობს, რომ ეკლესიამ პრეზიდენტისთვის შეწყალების შუამდგომლობით მიმართვის გადაწყვეტილება შიშის გამო მიიღო, რეალურად ალბათ ურჩევნიათ, მამალაძე საპყრობილეში დარჩეს“, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან განმარტა, დეკანოზის პატიმრობაში ყოფნა გარკვეული ძალების ინტერესშია, რომლებსაც სურთ, ეს თემა მუდმივად არსებობდეს. „ბევრჯერ გავაკეთეთ ამაზე განცხადება და ანალიზი საპატრიარქოს დამოკიდებულებისა. როგორც ფიქრობთ, ვინც ასეთ ანალიზს აკეთებს, რომ თითქოს საპატრიარქო იღებს გადაწყვეტილებას რაღაცის გაუთქმელობის საფასურად, როგორ ფიქრობთ, ეს განცხადება ემსახურება თუ არა მამალაძის გათავისუფლების ინტერესებს, თუ პირიქით. არიან ძალები, ვისაც აინტერესებს, რომ მამალაძე იყოს ციხეში და მუდმივად იყოს ეს თემა, რომ საპატრიარქოს უხდებოდეს საუბარი“, - განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ. შეგახსენებთ, საპატრიარქო პრეზიდენტს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით მიმართავს. შესაბამისი გადაწყვეტილება გუშინ, სინოდის სხდომაზე იქნა მიღებული.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)