|
2019-11-01 12:21:12, 1584 ნახვა
კომენტარი
კალაძე: ეკლესიაში იყო ბევრი გამარჯვება, პრობლემებიც, თუმცა ის ყოველთვის იყო, არის და იქნება ჩვენი თვითმყოფადობის ფუნდამენტი
„ჩვენი ეკლესიის წიაღში ძალიან ბევრი იყო გამარჯვება, იყო პრობლემებიც, სირთულეები, თუმცა ის ყოველთვის იყო, არის და იქნება ჩვენი თვითმყოფადობის ფუნდამენტი“, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ბოლო პერიოდის განმავლობაში საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. მისი თქმით, დღეს ქვეყანას სჭირდება ერთიანობა, სიმშვიდე, ხოლო პოლიტიკოსებს დაფიქრება საკუთარ განცხადებებზე, რადგან მათ დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ. „ქართველი ხალხის რწმენა, ჩვენი პატრიარქის ავტორიტეტი და სიბრძნე, ქართველი ხალხის დამოკიდებულება და სიყვარული მის მიმართ, დარწმუნებული ვარ, შეგვაძლებინებს ამ რთული დღეების გადალახვას. ასევე, დარწმუნებული ვარ, პატრიარქის თაოსნობით, მისი ხელმძღვანელობით ეს იქნება კიდევ ერთი გამარჯვება იმ სირთულეებზე, რასაც ჩვენ ვხედავთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე განცხადებით, ზოგიერთი პოლიტიკოსი ცდილობს, საკუთარი განცხადებები ვიწროპარტიული ინტერესებისთვის გამოიყენოს, რაც მიუღებელია. „ვფიქრობ, პოლიტიკოსებს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია, რომ შევინარჩუნოთ სიმშვიდე, ხელი არ შევუწყოთ შფოთვას, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავთ. საოცარ განცხადებებს, პოლიტიკურ შეფასებებს ვისმენთ. ვხედავთ, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი ცდილობს, საკუთარი განცხადებები თავისი ვიწროპარტიული ინტერესებისთვის გამოიყენოს. ვფიქრობ, ეს არასწორი მიდგომა და დამოკიდებულებაა. ეს ჩვენ ყველას გვაზარალებს, რადგან ამით ზარალდება ჩვენი ქვეყანა. შესაბამისად, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ვიყოთ ობიექტური, ლაკონური და ჩვენი მოწოდებები, ეს იქნება ტრიბუნებიდან თუ ამბიონიდან, მიმართული იყოს მხოლოდ ქვეყნის განვითარებაზე, მომავალსა და რწმენაზე. მთავარია, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ხელი არ შევუწყოთ დაპირისპირების გაღვივებას“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)