|
2019-11-01 12:07:46, 1040 ნახვა
კომენტარი
მეუფე პეტრე: მეუფე გრიგოლმა პატრიარქის სკანდალზე მითხრა, რომ „მამა უნდა დავიფაროთ“
ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე აცხადებს, რომ მის შემცვლელს, მეუფე გრიგოლს რამდენიმე თვის წინ შეხვდა და მის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებზე ესაუბრა. „ის იყო ჩემთან ივნისში, როგორც პატრიარქის ოფიციალური წარმომადგენელი, ჩამოსული. მე მთელი გულისტკივილით ვესაუბრე მათ იმ ცოდვებზე, არსებულ მდომარეობაზე, ჩემს გულისტკივილზე. ის, რომ მე ვაპირებდი მხოლოდ სინოდზე ჩასვლას. მას თითქოს გაუკვირდა და მისი გულწრფელობაში ეჭვი მეპარება. ბოლოს როდესაც ვუთხარი, რომ მაქვს ამის მტკიცებულებები და არ მაქვს პრობლემა ეს ყველაფერი დავამტკიცო, მხოლოდ სჯულის კანონის ფარგლებში, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მართალი რომ აღმოჩნდეს, რას იტყვით-თქო, რას იზამ? მაშინ რუსულად მიპასუხა, "ნადა პოკრივატ ატცა", ანუ მამა უნდა დაფარო. კიდევ ერთხელ ვამბობ, უწმინდურობა და ცოდვა ჩვენი სახელმწიფოებრიობის შემაფერხებელია და ეს არ არის შემთხვევითი“ - აღნიშნა მეუფე პეტრემ. მისივე თქმით, მეუფე გრიგოლ ცაავას ჭყონდიდელობას, საპატრიარქოს მდივან-რეფერანტი, შორენა თეთრუაშვილი, ჯერ კიდევ 3 წლის წინ სთავაზობდა. „პატრიარქის მდივან-რეფერენტი მას სთავაზობდა ჭყონდიდელობას. ქალბატონი მას სთავაზობდა ამას სინოდამდე, თუ სინოდზე მე თანახმა ვიქნებოდი. აქედან გამომდინარე, ნამდვილად არ არის სახარბიელო მდგომარეობა“, - განაცხადა მეუფემ. ლიკა ბესელია
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)