|
2019-10-31 19:34:49, 2141 ნახვა
კომენტარი
მეუფე პეტრე: თუ დავამტკიცებდი, ბრალდებული უნდა დასჯილიყო - ამ შემთხვევაში ეკლესიის საჭეთმპყრობელი
ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე მის მიგერ გაჟღერებულ ბრალდებასთან დაკავშირებით კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს. როგორც მეუფემ ჟურნალისტებს განუცხადა, „ეკლესიაში სოდომური ცოდვა სუფევს“ და ამაზე პასუხისმგებლობა პირადად პატრიარქს ეკისრება. „კონკრეტულად ვიგულისხმე, რომ სოდომური ცოდვა სუფევს ეკლესიაში და პატრაირქს პირადად აქვს პასუხისმგებლობა ყველაფერზე. ის ვერ აღმოჩნდა გარანტი სჯულის კანონისა. მათ შეეძლოთ დავესაჯე სჯულის კანონის თანახმად, თუ ვერ დავამტკიცებდი წაყენებულ ბრალდებას. თუ დავამტკიცებდი, ბრალდებული უნდა დასჯილიყო. ამაზე არ წამოვიდნენ. აქედან გამომდინარე, ძალიან ადვილია იმის გაგება, თუ რასთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა მეუფემ პეტრემ. რაც შეეხება ჟურნალისტების კითხვას, თუ ვინ არის ბრალდებული, მეუფე პეტრემ უპასუხა, რომ ის პატრიარქია. „ამ შემთხვევაში პირადად საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი, რადგან მან პირადად გაუკეთა იგნორი ჩემს მიერ დაყენებულ საკითხს“, - აღნიშნა ყოფილმა მღვდელმთავარმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)