|
2019-10-30 16:25:37, 1805 ნახვა
კომენტარი
რომან გოცირიძე: თადუმაძის ლექტორებს მაღალი რანგის რესტორანში ვეპატიჟები
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის ლექტორებს "საჯაროდ გამოჩენისკენ" მოუწოდებს. დეპუტატი, გენპროკურორის კურსელების მსგავსად რესტორანში ლექტორებსაც ეპატიჟება. „თამასა ავწიე უფრო მაღლა. როცა არცერთი მისი კურსელი არ გამოჩნდა, ახლა სახინკლეზე უფრო მაღალი რანგის რესტორანში ვეპატიჟები, ოღონდ ამჟამად მის ლექტორებს. თუ რომელიმე ლექტორი გამოჩნდება, მთაწმინდის პარკში, ყველაზე მაღალი სიმაღლიდან დავლოცავთ თადუმაძის ლექტორებს. თუკი ასეთი ერთი ადამიანი მაინც გამოჩნდა“, - განაცხადა გოცირიძემ. ცნობისთვის, 9 ოქტომბერს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გენერალურ პროკურორსა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს შალვა თადუმაძეს უსმენდნენ. მოსმენის დროს, კონკრეტულ დეპუტატებს თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდათ. ამ კონტექსტში, რომან გოცირიძემ გენერალური პროკურორის ყველა კურსელი სახინკლეში დაპატიჟა.
მოამზადა ლიკა ბესელიამ
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)