|
2019-10-30 13:06:47, 1016 ნახვა
კომენტარი
გოგიჩაიშვილი ცქიტიშვილზე: ის არის პოლიტიკოსი, მაგრამ სამწუხაროდ თავის ფუნქციას ვერ აცნობიერებს
"ის არის პოლიტიკოსი, მაგრამ სამწუხაროდ ვერ აცნობიერებს თავის ფუნქციას" - ასე შეაფასა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის მიერ მათთვის გაგზავნილი უარის წერილი. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ვიცე-პრემიერისგან ასეთი საქციელი საკმაოდ არაეთიკურია, რადგან ის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური ფიგურაა. "სამწუხაროდ ხელისუფლებამ გამოხატა უპატივცემულობა იმ მოცემულობაში, როდესაც ძალიან დიდი უმრავლესობა გააჩნია. ჩვენ ინფრასტრუქტურის მინისტრს, ქალბატონ მაია ცქიტიშვილს შევთავაზეთ თავის უმრავლესობასთან ერთად მობრძანებულიყო პარლამნტში დღევანდელი პროექტის განხილვაზე, მაგრამ მისგან მივიღეთ უარის წერილი. ვფიქრობ, ეს არის არაეთიკური და არასაინტერესო, რადგან ვიცე-პრემიერი, რომელიც ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური ფიგურაა ვერ აცნობიერებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მას გააჩნია. დღემდე მას მიაჩნია, რომ ვიღაცამ დაუნიშნა რაღაც სტატუსი და მან უნდა შეასრულოს ის ამოცანა, რაც ეკუთვნის ნებისმიერ დაქირავებულ თანამშრომელს. ის არის პოლიტიკოსი, მაგრამ სამწუხაროდ ვერ აცნობიერებს თავის ფუნქციას. მან არ იცის რა არის ვიცე-პრემიერობა ჩვენს ქვეყანაში. ვფიქრობ, მან შეცდომა დაუშვა, რაც პირველ რიგში საკუთარი ამომრჩევლის წინაშე დაუშვა. დღევანდელ სხდომაზე მისი არ მოსვლა ნიშნავს გაქცევას. თუ მთავრობა გაურბის ყველაფერს, მაშინ ჩვენ ქვეყნის მართვაში კრიზისი გვაქვს", - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
მოამზადა გიორგი ჩაფიძემ
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)