|
2015-07-18 13:37:37, 1381 ნახვა
სამხედრო
„ბუნდესვერის“ ინტერნეტტელევიზიამ ქართული ასეულის „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილეობის შესახებ სიუჟეტი მოამზადა
გერმანიის შეიარაღებული ძალების „ბუნდესვერის“ ინტერნეტტელევიზიამ ავღანეთში ქართული ასეულის „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილეობის შესახებ სიუჟეტი მოამზადა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გერმანული არხის მიერ გადაღებულ ვიდეოში საუბარია მაზარ-ი-შარიფში მყოფ ქართველ სამხედროებზე, რომლებიც გერმანული ქვედანაყოფის დაქვემდებარებაში მსახურობენ. IV მექანიზირებული ბრიგადის გაძლიერებული ასეულის ამოცანა სწრაფი რეაგირება და საპატრულო რაიონის კონტროლია. მათი სამოქმედო არეალი ავღანეთია, სამშობლო - საქართველო, ქვეყანაკი, სადაც მისიაში გამგზავრებამდე მომზადებას გადიან - გერმანია. მისიაში მონაწილეობით საქართველო საერთაშორისო ვალდებულებას ასრულებს და ქართულ-გერმანული თანამშრომლობაც მყარდება. ქართველი სამხედროები დაახლოებით 30 კვადრატული კილომეტრის მოცულობის ფართობზე ყოველდღიურად პატრულირებენ. მისიის შესახებ გაძლიერებული ასეულის მეთაური, მაიორი ვახტანგ ბეგოიძე საუბრობს: „ჩვენს ერთ-ერთ მოვალეობას სამოქმედო ზონაში ინტენსიური პატრულირება წარმოადგენს. პატრულირებას 24 საათის განმავლობაში, სხვადასხვა ტრანსპორტის საშუალებით ვახორციელებთ. საპატრულო რაიონი მუდმივად კონტროლდება“. ავღანეთის მისიისთვის მომზადება 130-მა ქართველმა სამხედრომ გერმანიაში გაიარა. ხუთი თვის განმავლობაში მათ პატრულირებისთვის საჭირო მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები აითვისეს. ისინი „ბუნდესვერის“ ქვედანაყოფებთან ერთობლივ წვრთნებშიც მონაწილეობდნენ. მაიორი ვახტანგ ბეგოიძე გერმანიაში გატარებულ პერიოდს იხსენებს: „დროის ძირითად ნაწილს „ვილდფლეკენის“ სამხედრო ბაზაზე ვატარებდით. რამდენიმე კვირის განმავლობაში „ჰამელბურგშიც“ ვიმყოფებოდით, ბოლო დღეები კი საბრძოლო მომზადების ცენტრში გავატარეთ. მე და ჩემს ჯარისკაცებს მიგვაჩნია, რომ გერმანიაში ძალიან მნიშვნელოვანი, ინტენსიური და საინტერესო წვრთნები გავიარეთ. განსაკუთრებით მინდა გამოვყო მაღალი დონის ტრენინგები ქვეითებისთვის“. გერმანული სარდლობის მეთაური, ბრიგადის გენერალი ანდრეას ჰანემანი ქართველი და გერმანელი სამხედროების თანამშრომლობაზე ამახვილებს ყურადღებას: „ისინი სამხედრო თვალსაზრისით გამოცდილებას იღებენ, იზრდება მათი თავსებადობის დონე. ერთობლივი წვრთნები ძალიან მნიშვნელოვანია. გერმანიაში ყოფნის დროს ქართველები გერმანული სამხედრო ბაზების ინფრასტრუქტურასაც გაეცნენ. გერმანელები და ქართველები მაზარ-ი-შარიფის პროვინციაში, მარმალის სამხედრო ბაზაზე ასრულებენ მისიას. ტერიტორია ჩრდილოეთ ავღანეთში მდებარეობს, შესაბამისად, მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ქართული ასეულის მეთაური ამბობს, იქ ყველაზე რთული, მაგრამ იმავდროულად სასიამოვნო მრავალეროვნული გარემოა: „ერთი მხრივ, ეს გამოწვევაა, მაგრამ მეორე მხრივ - ძალიან სასიამოვნო პროცესი“.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
ისრაელის პრეზიდენტმა გადი აიზენკოტს დაავალა მთავრობის ფორმირება
აქცია ვეკუას სკოლასთან
Bloomberg - ევროპამ უარი თქვა რუსეთის უსაფრთხოების მოთხოვნების განხილვაზე მანამ, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)