|
2019-10-30 12:52:46, 1250 ნახვა
კომენტარი
გომელაური: სერიოზული ქვეყნების უმაღლესი სტრუქტურების ვებ-გვერდებს ტეხავენ - ეს 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მძიმე მიმართულებაა
„ეს ყველა ქვეყანაში ხდება - დაწყებული აშშ-დან, ბრიტანეთი, ევროპული ქვეყნები. ეს 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მძიმე მიმართულებაა", - ასე გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური რამდენიმე დღის წინ ქართულ ვებგვერდზებზე განხორციელებულ ჰაკერულ თავდასხმას. გომელაურის თქმით, საქმის გამოძიებაში უცხოელი პარტნიორებიც არიან ჩართული. "იყო, რა თქმა უნდა, შეტევა და მუშაობენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთობლივად. ასევე, ჩვენი პარტნიორები არიან ჩართული, საზღვარგარეთიდან მეგობრები და ვფიქრობთ, რომ გავალთ ბოლოში. მე ტერმინოლოგიით არ შემიძლია ვილაპარაკო. ყველას პასუხისმგებლობაა, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროსი. ვმუშაობთ ამ თემაზე და ჯერჯერობით, სანამ არ დამთავრდება გამოძიება, ვერ გეტყვით. ის, რომ დაცული იყო თუ არა, ძალიან სერიოზული ქვეყნების უმაღლესი სტრუქტურების ვებგვერდებს ტეხენ“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)