|
2019-10-30 10:41:29, 1227 ნახვა
კომენტარი
შალვა თადუმაძე: მეუფე იაკობის განცხადებაში დანაშაულის ნიშნებს ვერ ვხედავ
„სამართალდამცავი ორგანოები გამოძიებას იწყებენ იმ განცხადების შესაბამისად, რომელიც ან მიმართულია საგამოძიებო ორგანოში ან სინამდვილის რაღაც ელემენტებს შეიცავს“, - ასე გამოეხმაურა გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე მეუფე იაკობის განცხადებებს. მისი თქმით, თუ არსებობს რაიმე კონკრეტული ფაქტები, ყველას, მათ შორის, სასულიერო პირს, უფლება აქვს სამართალდამცავ ორგანოებს მიმართოს. „სამართალდამცავი ორგანოები გამოძიებას იწყებენ იმ განცხადების შესაბამისად, რომელიც ან მიმართულია საგამოძიებო ორგანოში ან სინამდვილის რაღაც ელემენტებს შეიცავს. განცხადება, რომელშიც დროის, მოვლენების და ფაქტების ერთმანეთში აღრევაა და რეალობისგან არის აცილებული, ბუნებრივია, საგამოძიებო ორგანო მასზე გამოძიებას ვერ დაიწყებს. მაღალი თანამდებობის პირებზე, რომლებიც იმ დროს არ იყვნენ იმ თანამდებობებზე და მეორე, დანაშაულის ნიშნების შემცველი განცხადება არ ყოფილა. აღნიშნულ განცხადებაში დანაშაულის ნიშნებს ვერ ვხედავ, გამომდინარე იქიდან, რომ მასში მოყვანილი ინფორმაციები დროში აცდენილია იმ მოვლენებთან, რომელზეც საუბარია. რაც შეეხება, თუ არსებობს რაიმე კონკრეტული ფაქტები, ყველას, მათ შორის, სასულიერო პირს, უფლება აქვს მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს, ჩამოაყალიბოს თავისი ერთიანი პოზიცია და სამრთალდამცავი ორგანოები მოახდენენ შესაბამის რეაგირებას“, - აღნიშნა შალვა თადუმაძემ. ცნობისთვის, 3 დღის წინ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა, ტელეკომპანია "პირველის" ეთერში ყოფილი პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, კვირიკაშვილი, გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური პატრიარქის, ილია მეორის "გადაყენებაზე ეჩალიჩებოდნენ".
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)