19:17 - 11 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-29 16:28:04, 2478 ნახვა

პოლიტიკა
გოცირიძე: პარტიები, რომლებსაც კობახიძემ „შმაცუნები“ უწოდა, ხელს შეუწყობენ დიდი კოალიციის შექმნას

 „სწორედ ის პატარა პარტიები, რომლებსაც კობახიძემ „შმაცუნები“ უწოდა, ხელს შეუწყობენ დიდი კოალიციის შექმნას“, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავჯდომარე რომან გოცირიძე, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებას.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ და „პატრიოტთა ალიანსი“ სამომავლოდ შეიკვრება, თუმცა მათ მთავრობის ჩამოსაყალიბებლად ხმები არ ეყოფათ.

„ჩვენ არასდროს არ ვითანამშრომლებთ პრორუსული ორიენტაციის პარტიებთან. ძირითადი პრორუსული ძალა დღეს საქართველოში არის ორი, ესენია: „ქართული ოცნება“ და „პატრიოტთა ალიანსი“, ერთი მედლის ორი მხარე. ეს ორი მხარე სამომავლოდ ისევ შეიკვრება, მაგრამ ხმები არ ეყოფათ, რომ მთავრობა ჩამოაყალიბონ. ხელისულება შეიცვლება და ის პატარა პარტიები, რომელსაც დასცინა კობახიძემ და „შმაცუნები“ უწოდა, სწორედ ისინი იქნებიან, რომლებიც დიდი კოალიციის შექმნას ხელს შეუწყობენ“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩემგან ვერცერთი გვარი ვერ მიიღეს- ნოდარ ჩაჩუა პოლიციას ცოლზე ზეწოლაში ადანაშაულებს
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics