|
2019-10-29 15:46:38, 8556 ნახვა
სხვადასხვა
მეცნიერებმა ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილის ნამდვილი მიზეზი გამოავლინეს
ბერძენმა მეცნიერებმა ალექსანდრე დიდის (მაკედონელის) გარდაცვალების მიზეზს მიაგნეს, - ამის შესახებ ბერძნული მედია იუწყება. მეცნიერების აზრით, მეფე პანკრეონეკროზის გამო განვითარებულ სეფსისს ემსხვერპლა. ეს დაავადება ანტიკური დროისთვის დიდ იშვიათობას არ წარმოადგენდა, რადგან საკვები სათანადო დამუშავებას არ გადიოდნენ. ამასთან ერთად იმ დროის ექიმებს და მეცნიერებს სწორ კვებასთან დაკავშირებით საკმაოდ ბუნდოვანი წარმოდგენები ჰქონდათ, ხოლო საკვების კონტროლი იმით იყო შემოფარგლული, არის, თუ არა მასში საწამლავი. საკუთარ დასკვნას მეცნიერები ალექსანდრეს მკურნალი ექიმების რეცეპტებზე და მის ბიოგრაფიაზე დაკვირვების შედეგად აქვეყნებენ. პანკრეონეკროზი არის დაავადება, რომლის გამომწვევი მიზეზი ნაღვლის ბუშტში ქვების დაგროვებით გამოწვეული ნაღველის მასების ცირკულირება ფერხდება. ნაღვლის ბუშტი ვერ იწმინდება ნაღველისგან, ამის შედეგად ვითარდება სეფსისი, რომელიც შესაძლოა ფატალური შედეგით დასრულდეს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)