|
2019-10-29 13:07:56, 2259 ნახვა
კომენტარი
გოცირიძე - თუ გამოძიება არ დაიწყება, 100%-იანი სიზუსტით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეუფე იაკობი სიმართლეს ამბობს
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ მეუფე იაკობის განცხადებებთან დაკავშირებით გამოძიება უნდა დაიწყოს. როგორც გოცირიძემ ჟურნალისტებს განუმარტა, იმ შემთხვევაში თუ გამოძიება არ დაიწყება, არსებობს ეჭვი, რომ სასულიერო პირმა უტყუარი ინფორმაცია გაავრცელა. "ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ ხელისუფლება საეკლესიო გადატრიალებას გეგმავდა, რომლის მიზანიც პოლიტიკური იყო. ეს ნიშნავს, რომ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის ხელისუფლება აპირებდა პატრიარქის გადაყენებას, რაც არის უდიდესი დანაშაული. ამის არგამოძიება ნიშნავს, რომ ყველა სიტყვა, რაც მეუფე იაკობმა განაცხადა, არის სიმართლე. თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ გახარია, გომელაური და კვირიკაშვილი ამას საკუთარი ნებით გააკეთებდნენ? კვირიკაშვილმა ხომ თქვა, ვინ მართავს ქვეყანას და თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ ამაში ივანიშვილი არ იყო ჩართული? არ იქნება გამოძიება? 100%-იანი სიზუსტით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეუფე იაკობი ამბობს სიმართლეს, თუმცა მე პირადად ამაში ეჭვი არ მეპარება. გამოძიება ამ ფაქტებზე დღესვე უნდა დაიწყოს", - განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)