|
2019-10-26 12:39:45, 2110 ნახვა
კომენტარი
გომელაური მაჩალიკაშვილის საქმეზე: ოპერაციის დროს სპეცრაზმელი თავად წყვეტს გაისროლოს თუ არა - მინისტრს არ ეკითხება
შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურას ყველა საჭირო ინფორმაცია მიაწოდა. ამასთან, როგორც მინისტრმა განმარტა, ღონისძიებაზე სპეციალური დანიშნულების რაზმის თითოეული წევრი ინდივიდუალურად იღებს გადაწყვეტილებას. „მივაწოდე ინფორმაცია, რა ბრძანებები გავეცით, ვისი ნებართვით დაიწყო ღონისძიება, რაც საჭირო იყო, ყველა ინფორმაცია მივაწოდე პროკურატურას. მე თვითონ ვიყავი რიგითი სპეცრაზმელი და 8 წელი მომიწია მუშაობა. იქ მე ვწყვეტ, უკვე უნდა ვისროლო თუ არ უნდა ვისროლო. ამას არ ეკითხები, ბატონო მინისტრო, ცეცხლი გავხსნა თუ არ გავხსნა. იქ შენ ხარ მინისტრიც, პრემიერ-მინისტრიც და ყველაფერი. შეგახსენებთ, რომ გენერალურ პროკურატურაში თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე შინაგან საქმეთა მოქმედი მინისტრი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაშინდელი ხელმძღვანელი, ვახტანგ გომელაური გამოკითხეს. გომელაურთან ერთად დაკითხვაზე მისი ყოფილი მოადგილე იოსებ გოგაშვილი და სუს-ის ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიმაკაძე დაიკითხნენ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)