|
2019-10-25 16:08:57, 1455 ნახვა
კომენტარი
ბესელია: თუ ვინმეს უნდა შეუწყდეს იუსტიციის საბჭოში უფლებამოსილება, ეს გვრიტიშვილია
დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის შესაძლო იმპიჩმენტის საკითხს გამოეხმაურა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, უმაღლესი საბჭო არა ანა დოლიძემ, არამედ სერგო მეთოფიშვილმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა და „მათნაირებმა“ უნდა დატოვონ. „მე პირიქით მივმართავდი იმ კონფერენციას, რომელმაც გვრიტიშვილი დაასახელა იუსტიციის საბჭოს წევრად. თუ ვინმეს უნდა შეუწყდეს საბჭოში უფლებამოსილება, ეს არის გვრიტიშვილი. თუ ვინმეს არ უნდა ჰქონდეს მოსამართლის სტატუსი, მით უფრო თუ ეს არის უვადოდ დანიშნული მოსამართლე, ესეი არიან: გვრიტიშვილი, მეთოფიშვილი და მსგავსი მოსამართლეები. აი, მათი უფლებამოსილების საკითხია ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ და სახიფათო იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც მათ ხელში ხვდებინ. თუ სასამართლო კორპუსი დღემდე ვერ იაზრებს, რამდენად დიდი ზიანი მოაქვთ გვრიტიშვილსა და მსგავს ადამიანებს მათ სანდოობასა და იმიჯისთვის, ეს მართლაც სამწუხაროა. ვერავინ ვერ დააზიანებს, ვერც ანა დოლიძე, ვერც ეკა ბესელია და ვერც სხვა ვერავინ სასამართლოსადმი ნდობის საკითხს ისე, როგორც ამას აკეთებენ ის მოსამართლეები, რომლებიც საკუთარ პროფესიას ძალიან უღირსად წარმოაჩენენ“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)