|
2019-10-25 15:34:00, 1466 ნახვა
კომენტარი
დოლიძე: „ოცნება“ შეწუხებულია - ეს ჩემი პოლიტიკური დევნაა, როგორც სისტემის წინააღმდეგ მებრძოლი ხმის წინააღმდეგ
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე საბჭოს მოსამართლე წევრების მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისადმი გაგზავნილ მიმართვას ეხმაურება და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნაა დაწყებული. როგორც დოლიძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ის პოლიტიკურ საქმიანობას არ ეწევა და იუსტიციის საბჭოს სურვილი არ აქვს ერთმანეთისგან პოლიტიკური და საზოგადოებრივი საქმიანობები გაარჩიოს. "ქართული ოცნება" შეწუხებულია კრიტიკული ხმების აქტიურობით და ასევე შეწუხებულია "ქართული ოცნების" ინტერესების განმახორციელებელი იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ის იმდენად შეწყხებულია, რომ დღეს მიიღეს სრულიად უკანონო გადაწყვეტილება, რომ მიემართათ პრეზიდენტისთვის. ამავე დროს, ნათელია, რომ იუსტიციის საბჭოს არ სურს გაარჩიოს საზოგადოებრივი საქმიანობა და პოლიტიკური საქმინობა. კანონი კრძალავს იუსტიციის საბჭოს წევრისთვის, არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი ან მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში. ვფიქრობ, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა ჩემი, როგორც სისტემის წინააღმდეგ მებრძოლი ხმის წინააღმდეგ. ვფიქრობ, რომ ქალბატონი სალომეს შესაძლო გადაწყვეტილება იქნება ლაკმუსის ტესტი, რამდენად გახდება ის ამ პოლიტიკური დევნის ნაწილი ან რამდენად იქნება ის სისტემის მანკიერების წინააღმდეგ კრიტიკული ხმების მხარეს", - განაცხადა ანა დოლიძემ. ცნობისთვის, იუსტიციის საბჭო პრეზიდენტს ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას სთხოვს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)