2019-10-25 14:57:21, 3628 ნახვა
ეკონომიკა
ამერიკული კომპანია „კონტი ინტერნეიშენალი“ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ აქციონერად რჩება
ამერიკული კომპანია „კონტი ინტერნეიშენალი“ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ აქციონერად რჩება - ამის შესახებ ინფორმაციას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ავრცელებს.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ავრცელებს დღეს მიღებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, Conti International-მა შეცვალა გადაწყვეტილება პროექტიდან გასვლის თაობაზე და შესაბამისად, კვლავ რჩება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აქციონერად,”-აცხადებენ კონსორციუმში.
შეგახსენებთ, 15 აგვისტოს ცნობილი გახდა ,რომ ამერიკული „კონტი ჯგუფი“, რომელიც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ 42%-იანი წილის მფლობელია , კონსორციუმს ტოვებდა.
ლიკა ბესელია
ავტორი: ექსპრესნიუსი,