|
2019-10-23 13:18:01, 1789 ნახვა
კომენტარი
კალაძე - პირველი ოქტომბრიდან დღემდე, დაახლოებით, 2 000-მდე ტაქსის მძღოლი დაჯარიმდა
წესების დარღვევით მომსახურებისთვის პირველი ოქტომბრიდან დღემდე, დაახლოებით, 2 000-მდე ტაქსის მძღოლი დაჯარიმდა, - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. თბილისის მერმა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს, ასევე, საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელს აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ არსებული რეგულაციების დარღვევის შემთხვევაში, ტაქსის მძღოლები მომავალშიც დაჯარიმდებიან. „სამწუხაროდ, გვაქვს ტაქსის ნებართვის გარეშე ან სანებართვო წესების დარღვევით მომსახურების გაწევის ფაქტები. პირველი ოქტომბრიდან დღემდე, დაახლოებით, 2 000-მდე ტაქსის მძღოლი დაჯარიმდა, მათგან 700 მძღოლი - პირველ ოქტომბერს. პარლამენტი, ჩვენთან შეთანხმებით, გამოვიდა ინიციატივით და მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება - გამოიცა ერთჯერადი ამინისტია და ამ ადამიანებს ჯარიმა ჩამოეწერათ, თუმცა, პირველი ოქტომბრის შემდეგ, ტაქსის ყველა იმ მძღოლს, რომელიც ჩვენს რეგულაციებს არღვევდა და მოქალაქეებს ემსახურებოდა, რა თქმა უნდა, ჯარიმების გადახდა მოუწევს. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ამ ადამიანებს, ჩვენ ყველანაირად ხელს ვუწყობთ და პირობას ვუქმნით, რათა ლიცენზირებული მომსახურება გაუწიონ მოქალაქეებს. მათ აქვთ ორი არჩევანი - ან A კატეგორიაში გააგრძელონ მუშაობა ან დარჩნენ B კატეგორიაში. აღნიშნული ლიცენზიის გარეშე ჩვენ ყველას დავაჯარიმებთ. მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრ ვახტანგ გომელაურს, საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელს. ძალიან აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, იმ მძღოლების დაჯარიმებას გავაგრძელებთ, რომლებიც ლიცენზიის გარეშე გააგრძელებენ ტაქსით მომსახურებას“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ტაქსების რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქისთვის და ეს პრობლემა წლებია მოუგვარებელია. „ეს არ არის პრობლემა, რომელიც გუშინ და გუშინწინ დაიწყო ქალაქში. ეს არის პრობლემა, რომელიც რამდენიმე ათეულ წელს ითვლის. შესაბამისად, ამ ყველაფრის მოწესრიგება ჩვენთვის პრიორიტეტულია. ჩვენ არასდროს გადაგვიდგამს ისეთი ნაბიჯი, რომ დაინტერესებული ვიყოთ თვითპიარზე - რაღაც უფრო მეტ პოზიტივს მოგვიტანს, რაღაც გაცილებით უფრო ნეგატიური იქნება. ასეთი მიდგომა არასდროს გვქონია. ჩვენთვის ყოველთვის მთავარი და მნიშვნელოვანია, ვაკეთოთ ისეთი საქმე, რომელიც დედაქალაქს, ჩვენს მომავალ თაობას წაადგება. გვსურს, ჩვენი ქალაქი იყოს ყველაზე მოწესრიგებული, გამწვანებული, განახლებული ინფრასტრუქტურით, კეთილმოწყობილი და ასე შემდეგ. სხვა დანარჩენი პოლიტიკური კონფრონტაციის რუტინაა და ამას ჩვენ, რა თქმა უნდა, გავუმკლავდებით. არავის დავტოვებთ უპასუხოდ. ყველას გაეცემა პასუხი ჩვენი მხრიდან“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)