|
2019-10-22 14:46:58, 2614 ნახვა
კომენტარი
ცქიტიშვილი: ანაკლიის პროექტს პერფორმანსი და პარლამენტში ღია განხილვა არ სჭირდება
"ამ პროექტს არ სჭირდება კიდევ ერთი პერფორმანსი, არ სჭირდება პარლამენტში ღია განხილვა", - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა დამოუკიდებელი დეპუტატების მიერ მისი და ანაკლიის კონსორციუმის დირექტორის პარლამენტში მიწვევასთან დაკავშირებით განაცხადა. ამასთან, როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, მთავრობას კონსორციუმთან დიალოგის პრობლემა არასდროს ჰქონია. "ამ პროექტს არ სჭირდება კიდევ ერთი პერფორმანსი, არ სჭირდება პარლამენტში ღია განხილვა და ღია შეხვედრის მოწყობა ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და მთავრობას შორის. ჩვენ ამ შეხვედრებს აუცილებლად გავმართავთ იმ სამუშაო ფორმატში და არა პარლამენტში, რომელიც ჩვენ საშუალებას მოგვცემს, ორივე მხარეს მოვძებნოთ ამ პროექტის წარმატებისთვის აუცილებელი გამოსავალი",- განაცხადა ცქიტიშვილმა. ცნობისთვის, დამოუკიდებელმა დეპუტატებმა მაია ცქიტიშვილსა და „ანაკლიის კონსორციუმის“ დირექტორი პარლამენტში მიიწვიეს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)