19:25 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-17 11:43:21, 441 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს რამაზან–ბაირამს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს რამაზან–ბაირამს ულოცავს.
"გულითადად გილოცავთ რამაზან–ბაირამის - უფლისადმი ვალის მოხდის, მოთმინების, სულიერი განწმენდის, ურთიერთთანადგომის უდიდეს დღესასწაულს,  ყველაზე ძვირფას დღეს თითოეული თქვენგანისთვის.
მუსლიმი თემი  მრავალეროვნული ქართული საზოგადოების განუყოფელი ნაწილია. თქვენი გარჯითა და ქვეყნისადმი ერთგულებით ფასდაუდებელი წვლილი შეგაქვთ ჩვენი სამშობლოს  აღმშენებლობაში. თქვენი სიხარული - თითოეული ჩვენგანის სიხარულია. ვუერთდები თქვენს ზეიმს და ბედნიერებას, კეთილდღეობასა და სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს",-ნათქვამია პრეზიდენტის მისალოც წერილში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics