|
2019-10-21 15:44:35, 1860 ნახვა
კომენტარი
თურნავა: „რუსთავის აზოტში“ ახალი ტექნოლოგიების დანერგვა ადასტურებს, რომ ენერგეტიკული რეფორმა სწორი მიმართულებით ვითარდება
მიხარია, რომ დღეს მომეცა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიმეღო უმსხვილესი ინდუსტრიული ფლაგმანის „რუსთავის აზოტის" ახალი კონდენსაციური ელექტროსადგურის გახსნაში, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ რუსთავში, „რუსთავის აზოტის" ახალი კონდენსაციური ელექტროსადგურის გახსნის ღონისძიებაზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, „რუსთავის აზოტის" მიერ ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და კონდენსაციური ელექტროსადგურის გახსნა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ენერგეტიკული რეფორმა სწორი მიმართულებით ვითარდება. „ჩვენ წელს გავხსენით ელექტროენერგიის ბაზარი და ისეთი მსხვლი მწარმოებლები, როგორიც არის „რუსთავის აზოტი", გამოვიდნენ კონკურენტულ ბაზარზე, დაიწყეს ზურნვა ენერგოეფექტურობასა და ენერგოუსაფრთხოებაზე. ის ორთქლის რესურსი, რომელიც აქამდე ფუჭად იფრქვეოდა ატმოსფეროში, ახლა იმუშავებს საწარმოს სასარგებლოდ. ამის ხარჯზე საწარმო 20%-ით შეამცირებს ელექტროენერგიის მოხმარებას, დაზოგილი ფულადი რესურსით კი იმ 2 ათასი ადამიანის ხელფასებს გაზრდის, ვინც აქ არის დასაქმებული", - განაცხადა ნათია თურნავამ. რუსთავის „აზოტის" ტერიტორიაზე კონდენსაციური ელექტროსადგური (კეს) გაიხსნა, რომელიც კომპანია „სიმენსის" ორთქლის ტურბინის გენერატორის უახლესი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)