09:32 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-21 14:44:59, 2193 ნახვა

კომენტარი
დავით ქაცარავა: ატოცთან რუსი ოკუპანტების გამოჩენას ნებისმიერ დროს ველოდებით

ანტისაოკუპაციო მოძრაობის "ძალა ერთობაშია" ლიდერი დავით ქაცარავა აცხადებს, რომ საოკუპაციო ძალების ე.წ. მესაზღვრეები დოლომიტის საბადოებისკენ მოიწევენ.

ქაცარავას მტკიცებით, ისინი საოკუპაციო ხაზთან რუსი მესაზღვრეების გამოჩენას ნებისმიერ დროს ელოდებიან. ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს. 

„ხელისუფლებამ რეალურად ხელი შეუწყო რუსეთს საოკუპაციო რეჟიმის წარმატებულად შესრულებას. ჩვენ ნებისმიერ მომენტში ველოდებით იმას, რომ ოკუპანტები კვლავ გამოჩნდებიან და გააგრძელებენ შემოღობვის პროცესს, ვინაიდან ატოცი-ქვემო ოქონას პერიმეტრი არის 5-კილომეტრიანი, შესაძლებელია ცოტა მეტიც, ამ მანძილის მხოლოდ 330 მეტრია შემოღობილი. არ გაღიზიანების პოლიტიკის გატარება რუსეთის მიმართ არის ძალიან დიდი შეცდომა, რადგან ჩვენ ამ წლების განმავლობაში მივიღეთ 55-კილომეტრიანი გავლებული მავთულხლართი, იმ 98 კილომეტრიდან, რომელიც შეადგენს სამაჩაბლო-ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვარს“, - განაცხადა დავით ქაცარავამ "ტვ პირველის" ეთერში. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სენაკში შვილმა მამა დაჭრა
ბათუმში სატვირთო ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
ტრამპი: გავაუქმე დღეს საღამოს ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი ავიადარტყმები და დაბომბვები
გიორგი ტაბატაძე: გვქონდა შეხვედრა EU-ში, მოვისმინეთ მათი პოზიციები, მათ ჩვენი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics