|
2019-10-21 13:21:57, 2045 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა: თბილისი მზადაა, აბრეშუმის გზის ფორუმს მაღალ დონეზე უმასპინძლოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ყველა ის ლოკაცია დაათვალიერა, სადაც 22-23 ოქტომბერს თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი გაიმართება, რომლის მუშაობაშიც 60-ზე მეტი ქვეყნის დაახლოებით 2000 დელეგატი მიიღებს მონაწილეობას. ფორუმი ოფიციალურად თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიხსნება. გახსნის ცერემონიაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვლენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და ფორუმის საპატიო სტუმარი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სტერნის ბიზნესის სკოლის ეკონომიკის პროფესორი ნოურიელ რუბინი. ფორუმის სხვა ღონისძიებები „ბილტმორსა" და „რედისონში" გაიმართება. „ჩვენ მზად ვარ, აბრეშუმის გზის ფორუმს მაღალ დონეზე ვუმასპინძლოთ. წლევანდელი ფორუმი რეკორდულია მონაწილეების რაოდენობის თვალსაზრისით - 2000-ზე მეტ მონაწილეს ვმასპინძლობთ, რაც მართლაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. აღნიშნული კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ისტორიული აბრეშუმის გზის მნიშვნელობა და კონცეფცია კვლავაც ძალიან აქტუალურია მრავალი ქვეყნისთვის. საქართველო ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობდა აბრეშუმის გზის არეალში და იყო მნიშვნელოვანი კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის ტვირთბრუნვის მიმართულებით. აღნიშნული ფუნქცია საქართველოსთვის დღესაც ძალიან აქტუალურია. სავაჭრო ურთიერთობები, სატრანსპორტო და ლოგისტიკური კავშირები, ენერგეტიკული დერეფნები - ჩვენ ფორუმზე ყველა ამ მნიშვნელოვანი მიმართულების შესახებ დისკუსიას გავმართავთ," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. ნათია თურნავას თქმით, სატრანსპორტო დერეფანი, რომლითაც საქართველო აკავშირებს ევროპას და აზიას, ჩვენს ქვეყანას აძლევს მეტი ინტეგრაციისა და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებს ისეთ სექტორებში, როგორიცაა ტრანსპორტი, კომუნიკაციები, ვაჭრობა, ენერგეტიკა, ტურიზმი. თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი წელს მესამედ გაიმართება. ფორუმი აზიასა და ევროპას შორის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. ის მიზნად ისახავს, შექმნას და დაამკვიდროს სადისკუსიო პლატფორმა, სადაც აბრეშუმის გზის ინიციატივის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და კავშირებს საერთაშორისო და რეგიონალური ვაჭრობის სფეროში.
(NS)
განათლების სამინისტრო - ინფორმაცია სკოლის ტერიტორიების გასხვისებასთან დაკავშირებით, არის სრული სიცრუე
ეროვნული ბანკი სესხების გაცემის წესი გამკაცრებას „მაღალი ეკონომიკური ზრდითა და შედეგად გაზრდილი ხელფასებით“ ხსნის
სესხების გაცემის წესი მკაცრდება
El Mundo: რუსეთის სადაზვერვო სამსახურები შეერთებულ შტატებში ოპოზიციის წარმომადგენლების, კასპაროვისა და პონომარევის მკვლელობას გეგმავდნენ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)