|
2019-10-19 17:40:37, 3488 ნახვა
კომენტარი
გახარია - რაც ატოცში ხდება, არის მიუღებელი და იმ პოლიტიკის, „ბორდერიზაციის“ გაგრძელება, რაც დაწყებულია
დღეს სახელმწიფო საერთაშორისო პარტნიორებთან სრულ სინქრონში დგამს ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა მშვიდად განაგრძონ თავიანთ მიწაზე ცხოვრება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ატოცში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ის, რაც ატოცში ხდება არის მიუღებელი და იმ პოლიტიკის, ბორდერიზაციის გაგრძელება, რაც დაწყებულია. „ჩვენ, ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობის სრული მხარდაჭერით ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თითოეული მოქალაქის თავიანთ მიწაზე ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა იყოს დაცული. დღეს სახელმწიფო საერთაშორისო პარტნიორებთან სრულ სინქრონში დგამს ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ წყნარად, მშვიდად, ჩვენმა მოქალაქეებმა განაგრძონ თავიანთ მიწაზე ცხოვრება. უნდა გვესმოდეს ერთი რამ, ჩვენი ქვეყნის მომავალი, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მომავალი არის სწორედ ასეთ ხალხთან მუშაობა. შრომა, განვითარებული, ეკონომიკურად ძლიერი, დემოკრატიული სახელმწიფო არის ის, რამაც ჩვენ უნდა დაგვაბრუნებინოს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)