|
2015-07-16 17:54:48, 391 ნახვა
პოლიტიკა
მთავრობამ მიგრაციის მონაცემთა ფორმირების წესი დაამტკიცა
საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური სისტემის ფორმირებისა და ადმინისტრაციის წესი დამტკიცდა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, დადგენილების მიზანი მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ბაზისა და ანალიტიკური სისტემის შექმნაა, რაც აუცილებელია მიგრაციული პროცესების მართვისათვის. „დოკუმენტი განსაზღვრავს მონაცემთა წარდგენასა და ანალიზზე პასუხისმგებელ უწყებებს. პროექტის თანახმად, სისტემის შექმნასა და ადმინისტრირებას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“ უზრუნველყოფს, რომელიც სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში ფიზიკური ან/და იურიდიული პირების შესახებ არსებული მონაცემების შეგროვების შემდეგ დაადგენს მიგრაციის ტენდენციებს, განახორციელებს სათანადო ანალიზს და ხელს შეუწყობს შესაბამისი პოლიტიკის შემუშავებას. მიგრაციული პროცესების მართვა გეოპოლიტიკური მდებარეობისა და ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მოთხოვნათა გათვალისწინებით საქართველოს ერთ-ერთი პრიორიტეტია. ქვეყანას უკვე აქვს მიგრაციიის ახალი სტრატეგია, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2013 წლის 15 მარტს დაამტკიცა. ეფექტური მიგრაციული პოლიტიკის განხორციელება მხოლოდ სრულ და კარგად გაანალიზებული ინფორმაციის საფუძველზეა შესაძლებელი, მიგრაციული პროცესების მართვისა და გადაწყვეტილებების მისაღებად კი მნიშვნელოვანია მონაცემთა შეგროვება მიგრანტთა სტატუსის შესახებ. დღეისათვის არ არსებობს ერთიანი ბაზა, რაც ართულებს სხვადასხვა უწყების მიერ თავმოყრილი ინფორმაციის გაცვლას, მონაცემთა ანალიზს, სანდო სტატისტიკის წარმოებას“, - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)