2019-10-16 23:30:35, 2056 ნახვა
ეკონომიკა
რუსული კომპანია სიბირი ქუთაისიდან ფრენებს განახორციელებს
"როსავიაციამ" რუსულ ავიაკომპანია "სიბირს" მოსკოვი-ქუთაისის მიმართულებით ფრენის შესრულების უფლება მისცა.
ავიაკომპანია S7 -ს უფლება, ქუთაისში ფრენები განახორციელოს იმის მიუხედავად, რომ ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის შეწყვეტილია.
სააგენტო „რია ნოვოსტის“ ფედერალური სააგენტოს წარმომადგენელმა აცნობა, რომ ავიაკომპანიები იღებენ ან აგრძელებენ წვდომას იმისთვის, რომ მაშინვე განახორციელონ ფრენები, როგორც კი ავიამიმოსვლა აღდგება, რაც ნორმალური პრაქტიკაა.
რუსულმა მედიამ ავიაკომპანიისთვის ლიცენზიის გაცემა საქართველოსთან ფრენების აღდგენად დააანონსა, მოგვიანებით კომპანია "სიბირმა" განმარტება გააკეთა, რომ ნებართვა ფრენების აღდგენას არ ნიშნავს და პირველ რეისს მაშინ შეასრულებს, როდესაც მოსკოვი ფრენებზე აკრძალვას მოხსნის.
ავტორი: ექსპრესნიუსი,