|
2015-07-16 14:14:50, 449 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი პოლიტიკოსებს მოუწოდებს, საოკუპაციო ზოლთან დაკავშირებულ საკითხებს მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკოსებს მოუწოდებს საოკუპაციო ზოლთან დაკავშირებულ საკითხებს მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ. ღარიბაშვილის თქმით, ქვეყნაში სტაბილურობის შესანარჩუნებლად, ყველაფერი უნდა გააკეთონ და არც ერთ ძალას არ უნდა მისცენ საშუალება, რეგიონში პროვოკაციის გზით, სიტუაცია დაძაბონ. "რაც შეეხება საოკუპაციო ზოლს და იქ მიმდინარე პროვოკაციულ მოქმედებებს, მინდა შეფასება გავაკეთო და პოლიტიკოსებს მოვუწოდო, რომ ცოტა მეტად პასუხისმგებელნი იყვნენ, მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ ასეთ საკითხებს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სტაბილურობა შევინარჩუნოთ ქვეყანაში. არც ერთ ძალას, არავის არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ რაიმე პროვოკაციული გზით მოახდინონ სიტუაციის დაძაბვა რეგიონში. ეს არის კიდევ ერთხელ შედეგი იმ გაუაზრებელი პოლიტიკის, რომელიც სააკაშვილმა წლების განმავლობაში აწარმოა. ეს არის შედეგი 2008 წლის ომისა, რომელმაც მოგვიტანა ათასობით, 25 000-მდე ახალი დევნილი, იძულებით გადაადგილებული პირი. ასზე მეტი დაკარგული სოფელი, დამატებითი ტერიტორიები დაკარგული. ეს არის ის მძიმე მემკვიდრეობა, რომელსაც ჩვენ ვიმკით, რომელსაც ჩვენ ვუმკლავდებით უკვე აგერ მესამე წელია. სწორედ ჩვენი მთავრობის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რომ სწორი, კონსტრუქციული პოლიტიკის წარმოება დავიწყეთ და მაქსიმალურად ხელი შევუწყვეთ სიტუაციის დეესკალაციას რეგიონში",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)