|
2019-10-12 11:59:51, 3399 ნახვა
კომენტარი
ჯიშკარიანი თამთა თოდაძეზე: ველოდებოდი, რომ მეორე დღეს ბოდიშით მოვიდოდა, მან კი მიჩივლა
თბილისის საკრებულოს დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ ილია ჯიშკარიანი, „ტვ პირველის" ეთერში „ნიუ ჰოსპიტალიდან“ ჩაერთო. ჯიშკარიანის თქმით, ყველაფერი რაც მოხდა და რაზეც მას ბრალი წარუდგინეს, თამთა თოდაძის შეთხზულია. მანვე დასძინა, რომ საკრებულოში არ არსებობს თანამდებობები, შესაბამისად თოდაძემ თანაშემწის სახელი იმიტომ დაირქვა, რომ თანაშემწე ყოველ წუთს და წამს ახლოს არის დეპუტატთან. ჯიშკარიანის მტკიცებით, თოდაძის მოვალეობაში მხოლოდ სტუმრის მიღება-გასტუმრება შედიოდა. „ყველაფერი მან დალეწა და თავის დალეწილში აიხლართა. მე თავმოყვარე ადამიანი ვარ, ახალგაზრდების რეკომენდაციით მივიღე ეგ ახალგაზრდა. 3 წელია რაც საკრებულოში მუშაობს და მის მოვალეობებში, მხოლოდ ადამიანების მიღება და გასტუმრება შედიოდა", - განაცხადა ჯიშკარიანმა. ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ არ გამოიძახა დეპუტატმა პატრული, ჯიშკარიანმა ასე უპასუხა: „მე რომ პატრული გამომეძახა, რა დეპუტატი ვიქნებოდი? ერთი პრინტერი გადმოაგდო და მე შეურაცხყოფა მომაყენა. მე ხო არ ვიცოდი, რომ აქეთ მიჩივლებდა და ძალადობას დამაბრალებდა? მე ველოდებოდი, რომ მეორე დღეს ბოდიშით მოვიდოდა და გადავწყვეტდით პრინტერისა და მონიტორის ამბავს, იმიტომ რომ ეს სახელმწიფო ქონებაა", - განაცხადა დეპუტატმა. შეგახსენებთ, რომ საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, მის თანამშრომელ თამთა თოდაძეზე სექსუალური და ფიზიკური ძალადობის ფაქტზე, ბრალი ორი მუხლით წარუდგინეს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)