|
2019-10-10 15:17:33, 2659 ნახვა
კომენტარი
გახარია შრომის კოდექსში ცვლილებებზე: არაფერი არ მოხდება ბიზნესთან შეუთანხმებლად
"არაფერი არ მოხდება ბიზნესთან შეუთანხმებლად და არაფერი არ მოხდება ისეთი, რაც ხელს შეუშლის ეკონომიკის ზრდას", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს „შრომის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით განუცხადა. ამასთან, პრემიერმა განმარტა, რომ "შრომის კოდექსის" პროექტს ამ ეტაპზე ოფიციალური სახე არ აქვს. „შრომის კოდექსზე“ დღეს აქ ბიზნესის წარმომადგენლებმაც ისაუბრეს. „შრომის კოდექსში“ ცვლილებები, რომელზეც ვსაუბრობთ არის მხოლოდ პროექტი, ამ პროექტს ჯერ ოფიციალური სახე არ მიუღია. არაფერი არ მოხდება ბიზნესთან შეუთანხმებლად და არაფერი არ მოხდება ისეთი, რაც ხელს შეუშლის ეკონომიკის ზრდას", - განაცხადა გიორგი გახარიამ. ცნობისთვის, ჯანდაცვის კომიტეტმა მოამზადა "შრომის კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს შემდეგს: სამუშაო საათები არ უნდა აღემატებოდეს 8 საათს, ზეგანაკვეთური შრომა უნდა იყოს შეზღუდული ან აკრძალული, აგრეთვე უნდა იყოს მინიმალური ხელფასი დადგენილი და სხვა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)