|
2019-10-10 13:12:36, 2084 ნახვა
კომენტარი
მელიას საქმის პროკურორი - არსებობს ვიდეოჩანაწერი, ასევე, პოლიციელების გარდა, სხვა მოწმეების ჩვენებებიც
თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას პროცესი მიმდინარეობს, მხარეები მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობენ. როგორც საქმის პროკურორმა დავით ნეფარიძემ განაცხადა, ბრალდების მხარე სასამართლოს მოპოვებულ მტკიცებულებებს და მოწმეთა ჩვენებებს წარუდგენს. "ბრალდების მხარეს მოპოვებული აქვს არა ერთი მტკიცებულება, მათ შორის მოწმეთა ჩვენებები. არსებობს ვიდეოჩანაწერები, ასევე ექსპერტიზის დასკვნა. დრევანდელ სხდომაზე ვიშუამდგომლებთ ამ მტკიცებულებების დაშვებას. საქმეშია პირდაპირი მტკიცებულებები, ვიდეოჩანაწერები, სადაც არის მისი მოწოდებები, ასევე მისი მოქმედებები და მისი მოქმედებებით და მოწოდებებით გამოწვეული სხვა პირების ქმედებებიც. პოლიცელთა ჩვენებების გარდ,ა სხვა მოწმეების ჩვენებებიც დევს საქმეში. ისინი ადასტურებენ პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს, რაც ასახულია სხვადასხვა ტელეკომპანიების მიერ გადაღებულ ვიდეოებში, ასევე მათ ჩვენებში", - განაცხადა პროკურორმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)