|
2019-10-09 13:08:13, 2055 ნახვა
კომენტარი
გენერალური პროკურორი მის ნიშნებზე: 3-იანები მყავს, სამწუხაროდ
გენერალური პროკურორი და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი შალვა თადუმაძე აცხადებს, რომ მას გარკვეულ საგნებში 3-იანები გამოჰყვა. კომიტეტის სხდომაზე, "ევროპული საქართველოს" დეპუტატი ოთარ კახიძე დაინტერესდა თუ ვინ ასწავლიდა თადუმაძეს საერთაშორისო სამართალს, რასაც მან ზოგადი პასუხი გასცა: "ერთ-ერთი ლექტორი". მოგვიანებით კახიძემ იკითხა თუ რა ნიშანი გამოჰყვა გენერალურ პროკურორს აღნიშნულ საგანში, თუმცა თადუმაძემ კითხვას პასუხი აარიდა. აქვე მან დასძინა, რომ 3-იანებიც ჰყავდა. „3-იანები მყავს სამწუხაროდ“,- ასე უპასუხა თადუმაძემ ოთარ კახიძეს. შეგახსენებთ, ამ წუთებში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გენერალურ პროკურორს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძეს უსმენენ. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რის შესახებაც დეპუტატებს თადუმაძის მიმართ კითხვები აქვთ, მისი დიპლომია.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)