05:11 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-09 12:27:36, 2112 ნახვა

კომენტარი
კილაძე - „ნაცმოძრაობის“ მიზანია, საზოგადოებას შალვა თადუმაძის პასუხების მოსმენის საშუალება არ მისცეს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ საერთაშორისო პარტნიორებს და დამკვირვებლებს მიმართა, ჩაინიშნონ, თუ როგორ იქცევიან ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, შალვა თადუმაძის მოსმენისას.

როგოროც კილაძემ აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს თადუმაძის პასუხები „მასკარადით გადაფაროს“ და საზოგადოებას მოსმენის შესაძლებლობა არ მისცეს.

„მინდა მივმართო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსა და დამკვირვებლებს, აუცილებლად მოინიშნონ ეს ინციდენტი ისევე, როგორც სხვა ინციდენტები. თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ოპოზიციის ვალდებულებაა იყოს კრიტიკული, იყოს საქმიანი და მხოლოდ ეს უწყობს ხელს დემოკრატიის განვითარებას.  ესენი რასაც აკეთებენ, არის მასკარადი და ასეთი რამ არ ხდება არცერთ ქვეყანაში.  ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები იმყოფებიან  აქ და ვკითხოთ,   რომელიმე კონგრესმენი, რომელიმე სენატორი  თუ იქცევა ასე. ოპოზიციის წარმომადგენლები დესტრუქციულად არ აძლევენ კანდიდატს კითხვებზე პასუხის გაცემის საშუალებას.  პირდაპირ ეს არის მიზანი ნაციონალური მოძრაობის, რომ საზოგადოებას არ მისცეს საშუალება, მოისმინოს ბატონი შალვა თადუმაძის პასუხები და ცდილობს, ეს პასუხები გადაფაროს მასკარადით, რაღაც შოუებით. ძალიან გთხოვთ, დააფიქსიროთ ამათი საშინელი საქციელის  ყველა ეს გამოვლინება", - განაცხადა სოფო კილაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics