|
2019-10-07 14:51:40, 1870 ნახვა
კომენტარი
ზარდიაშვილი: პარტიაშიც და პარლამენტშიც იყო პოზიცია, რომ მე არ უნდა დამეტოვა მანდატი
პარლამენტის ჯერ კიდევ მოქმედი დეპუტატის ვანო ზარდიაშვილის განცხადებით, მანდატის დატოვებას მას არავინ აიძულებდა. როგორც ზარდიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გუნდში იყო ერთი პოზიცია, რომ მას თანამდებობა არ უნდა დაეტოვა. ამასთან, დეპუტატის თქმით, თავისი გადაწყვეტილების შესახებ მან გუნდის ხელმძღვანელს ბიძინა ივანიშვილსაც აცნობა. "ეს იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება. ამის შესახებ მე პარტიის ხელმძღვანელობას და აგრეთვე პარლამენტის ხელმძღვანელობას მივმართე და ვაცნობე ჩემი გადაწყვეტილების შესახებ. მათ ჰქონდათ პოზიცია, რომ მე არ უნდა დამეტოვა პარლამენტი, მაგრამ ეს არის ჩემი პოზიცია. ეს პოზიცია განაპირობა მხოლოდ იმან, რომ დგება ხანდახან მომენტი, როდესაც შენ უნდა თქვა თანამდებობაზე უარი, იმიტომ რომ შენი ოჯახის წევრები, შენი არასრულწლოვანი შვილები დაუმსახურებელ ცილისწამებასა და ფსიქოლოგიურ წნეხს განიცდიან. ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება. თანამდებობა არის საშუალება გამოადგე შენს მოქალაქეებს. რა თქმა უნდა ჩემი გადაწყვეტილების შესახებ ბიძინა ივანიშვილს ვაცნობე. პარტიაშიც და პარლამენტშიც ერთხმად იყო პოზიცია, რომ მე თავი შემეკავებინა და არ გადამედგა ეს ნაბიჯი. მუდმივად ხდება ჩემი სახელის დაკავშირება კონკრეტულ პროცესებთან. 3 წელი ვიმუშავე აუდიტის სამსაურის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის თანამდებობაზე, მაგრამ მაშინ რათომღაც არავის გახსენებია ჩემთან მიმართებაში შავი პიარი", - განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)