|
2019-10-05 17:26:41, 2950 ნახვა
კომენტარი
პრემიერი - თბილისელებს ვუსურვებ, რომ ჩვენი ტრადიციების შენარჩუნებით უფრო სწრაფად და მყარად ვიაროთ ევროპისკენ
სასიამოვნოა, როდესაც ამ უბნებში დადიხარ და ხედავ თბილისს, უაღრესად ტრადიციულ ქალაქს, თუ როგორ სწრაფად ემსგავსება ევროპას, როგორ ინახავს თავის ტრადიციებს, მაგრამ მყარი ნაბიჯებით მიდის ევროპისკენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. პრემიერ-მინისტრი ორბელიანის მოედანზე თბილისობასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს, თბილისის მერთან კახა კალაძესთან ერთად დაესწრო და მოქალაქეებს თბილისობის დღესასწაული მიულოცა. „თითოეულ თბილისელს მინდა ვუსურვო, რომ ვიყოთ წარმატებულები. ჩვენი ქალაქი იყოს კომფორტული, ბედნიერი, როგორც ქალაქელებისთვის, ასევე ჩვენი სტუმრებისთვის. მსურს ეს დღესასწაული თბილისის მერს მივულოცო. მე ძალიან კარგად მესმის, რამხელა ძალისხმევა და შრომაა საჭირო იმისთვის, რომ ამ ქალაქს შენი ხელი დაატყო. ეს მართლაც დასაფასებელია. თითოეულ თბილისელს მინდა ვუსურვო, რომ ჩვენ, ჩვენი ტრადიციების შენარჩუნებით იმას, რასაც თბილისელობა ერქვა, ყოველთვის სულ უფრო სწრაფად და მყარად ვიაროთ ევროპის მიმართულებით, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი. ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, საიდან მოვდივართ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)