18:18 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-03 15:49:00, 1858 ნახვა

ეკონომიკა
სებასტიან მოლინეუსი: მსოფლიო ბანკის კვლევაში საქართველო ტოპ რეფორმატორ ქვეყანათა რიგებში მოხვდა

მინდა მივულოცო საქართველოს მთავრობას ის ფაქტი, რომ მსოფლიო ბანკის მიერ ახლახან გამოქვეყნებულ კვლევაში „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები" საქართველო ტოპ რეფორმატორ ქვეყანათა რიგებში მოხვდა, - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა ფინანსთა მინისტრთან ივანე მაჭავარიანთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა  .

როგორც მან აღნიშნა, საქართველომ ყველა ძირითად კრიტერიუმში აჩვენა პროგრესი და გაუმჯობესება. 

„მმართველობის ინდიკატორებს ჩვენ განვიხილავთ როგორც კრიტიკულ თემას. ამით ვაფასებთ თუ როგორ მუშაობენ სახელმწიფო ინსტიტუციები, როგორ იმართება ქვეყანა, როგორ ხდება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, როგორია ამ გადაწყვეტილებების მიღების ეკონომიკური ანალიზი და რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამ გადაწყვეტილებებმა   მოქალაქეებზე,  საზოგადოებისთვის სერვისების მიწოდებაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ მიმართულებებით საქართველოს აქვს ძალიან კარგი შედეგი. საქართველო არის ნამდვილად ტოპ რეფორმატორი ქვეყანა გაუმჯობესებისა და რეიტინგების თვალსაზრისით. ესაა საქართველოს მთავრობის მხრიდან გადადგმული პროგრესული  ნაბიჯები.  ჩვენ გვეამაყება, რომ მსოფლიო ბანკი საქართველოს პარტნიორი და მხარდამჭერია ამ რეფორმების გატარებაში. ამავდროულად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კიდევ მეტის გაკეთება არის შესაძლებელი.  მოხარულები ვართ, რომ შეგვიძლია დავეხმაროთ საქართველოს ყველა იმ ძირითადი მიმართულებების გაძლიერებაში როგორიცაა: პოლიტიკური სტაბილურობა, ძალადობის არარსებობა, მთავრობის ეფექტურობა, კანონის უზენაესობა  და  ანგარიშვალდებულება“, - განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გუნბა: საქართველოში ჯერ კიდევ არსებობენ ძალები, რომლებსაც აფხაზეთის ძალის გამოყენებით დაბრუნება სურთ
2027 წლის ბიუჯეტი მილიარდნახევრით აღემატება მიმდინარეს: ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯები გაზრდილია 830 მილიონი ლარით, კიდევ რა ხარჯები იზრდება?
Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად - „თეგეტა მოტორსისა“ და „გალფის“ შეთავაზება ბიზნესს
ქეთევან დედოფალზე გაკეთებული განცხადებების გამო, ირანის ელჩი საგარეოში დაიბარეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics