|
2019-10-03 12:34:34, 1504 ნახვა
კომენტარი
თურნავა: სახელმწიფო საწარმოების პრივატიზებაში ჯერ კიდევ ვერ შევძელით გარღვევა და აქ გვჭირდება აქტიური მუშაობა
სახელმწიფო საწარმოების პრივატიზების კუთხით ნამდვილი გარღვევა გვჭირდება, ამისთვის მზად ვართ და აქტიურად ვიწყებთ მუშაობას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მინიტრის თქმით, ქონების პრივატიზების, მათ შორის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების პრივატიზების მიმართულებით, მთავრობას წელს საკმაოდ ამბიცური გეგმები აქვს. „მე ვიტყოდი, რომ ქონების პრივატიზების კუთხით ცუდად არ მივდივართ, მაგრამ ბოლომდე კმაყოფილები არ ვართ. პირადად მე არ ვარ კმაყოფილი. ჩვენ ჯერ კიდევ ვერ შევძელით გარღვევა სახელმწიფო საწარმოების პრივატიზების მხრივ მიუხედავდ იმისა, რომ უძრავი ქონების პრივატიზების ნაწილში მივაღწიეთ დაჩქარებას. ამიტომ სახელმწიფო საწარმოების პრივატიზებაში ჩვენ გვჭირდება ნამდვილი გარღვევა, ამისთვის მზად ვართ და აქტიურად ვიწყებთ მუშაობას", - განაცხადა ნათია თურნავამ. ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, პრივატიზება არ შეეხება ისეთ სტრატეგიულ სახელმწიფო ობიექტებს, როგორიცაა რკინიგზა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, რომლებიც მნიშვნელოვან ამოცანებს ასრულებენ მოსახლეობისთვის. „თუმცა არსებობს სხვა უამრავი მცირე საწარმო, რომელთაც საწარმოს ფუნქცია უკვე დაკარგა, დახუნძლულია ვალდებულებებით და ეძებს რეალურ მფლობელს. აქ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შემოვიყვანოთ კერძო ბიზნესი, შევქმნათ სამუშაო ადგილები და გაჩერებული სახელმწიფო ობიექტები ავამოქმედოთ", - განაცხადა ნათია თურნავამ.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)