|
2019-10-01 15:36:18, 1940 ნახვა
კომენტარი
ჩალაგაშვილი: თუ დამეკისრა ჯარიმა, ჩავდებ კონვერტში და გავუგზავნი ბიძინას, ბევრი ფული აქვს, გადაიხადოს
"გამარჯვებული საქართველოს" წევრის გურამ ჩალაგაშვილის შეფასებით, მისი დაკავება მთავრობისადმი გამოთქმულ კრიტიკას უკავშირდება. ამასთან, როგორც ჩალაგაშვილმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ მისი შეშინება სურთ, ის უკმაყოფილების გამოთქმას მაინც გააგრძელებს. "ეს ყველაფერი არის ფარსი, ეს ყველაფერი არის ის რომ ჩალაგაშვილი უნდოდათ რაღაცით შეეშინებინათ, მეტი არაფერი. მინდა მოსახლეობას ვუთხრა ერთი რამ, რომ თუ ისხდებიან საკუთარ მანქანაში უკანა სავარძელზე და გექნებათ ფანჯარა ოდნავ ჩამოწეული და მოგინდებათ სიმართლის თქმა, რომ ბიძინა ივანიშვილი არის სისხლის მსმელი და მოიხსენიებთ მას აუგად, ამ შემთხვევაში აუცილებლად მესამე სართულზე 50 მეტრში მდგარ კორპუსში, ვიღაც გაიგებს ამ ხმას, გაეღვიძება, შეწუხდება, გამოვა და იტყვის რომ შენ ხარ დამნაშავე. აი ეს არის დღევანდელი სამართალი, ეს არის ამათი მტკიცებულება. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გურამ ჩალაგაშვილი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით იყო დაკავებული. დღეს პოლიტიკოსის სასამართლო პროცესიც გაიმართა, რის შემდეგაც ის დარბაზიდან გაათავისუფლეს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)