|
2019-09-30 12:37:50, 1985 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი სააკაშვილზე: დურაკი და ცრუპენტელაა - შეიძლება გვირაბი გამოთხაროს და ჩამოვიდეს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გიორგი ვოლსკი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, ქართველ სამხედროებს, რომლებიც აგვისტოს ომში მონაწილეობდნენ, სამართლებრივი დევნა არ ემუქრება. "არც ერთი ჩინის, არც უმაღლესი, არც საშუალო, არც დაბალი ჩინის ქართველ სამხედროს არ ემუქრება არანაირი სამარtლებრივი დევნა. ვინაიდან რუსეთი შემოიჭრა ჩვენ ტერიტორიაზე და ჩვენ თუ პოლიტიკურ განცხადებას ვაკეთებთ, ამის დასაბუთებაც გაგვაჩნია, რომ ამ შემოჭრას ხელი შეუწყო სააკაშვილმა. ის დურაკია, და იმიტომ აკეთებს, კასანდრაა და არის ელემენტარულად ცრუპენტელა. შეიძლება გვირაბი გამოთხაროს და ჩამოვიდეს", - განაცხადა ვოლსკიმ. შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება აიძულებს ჯარისკაცებს მისცენ ჩვენებები მაშინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ, თითქოს 8 აგვისტოს მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვის ბრძანება იყო.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)